NobleBlocks

Research index

ინოვაციური მიდგომები და გამოწვევები ჯანდაცვის ეკონომიკაში

ზოიძე, აბუსელიძე

Zenodo (CERN European Organization for Nuclear Research)9 Nov 2022Open access

NobleIDark:/48914/w1/20260525/2FCBD6F6DOI10.5281/zenodo.7308551

Abstract

კვლევის მიზანი. განისაზღვროს ინოვაციური პროცე­სების მასტიმულირებელი გავლენა ჯანდაცვის ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყნის სამე­დიცინო დაწესებულებების მართვის ხარისხის გაუმჯობესებაში; მოხდეს ინოვაციური მენეჯ­მენტის უმთავრესი პრინციპების იმპლემენტაციის წინააღმდეგობათა ანა­ლი­ზი და მათი დაძლე­ვის სტრატეგიების დადგენა; გამოვლინდეს ქვეყა­ნაში ინოვაციური მიდგომების ფორ­მი­­რების სამომავლო მოლოდინები; შემუშავდეს მისი გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი პრაქ­ტიკული და მეთოდური რეკომენდაციები. კვლევის საგანი. ქვეყანაში არსებულ სამედიცინო დაწესებუ­ლე­­ბებში ინოვაციური მიდგომების ფორმირების პროცესის ძირითადი გამოწვევების განხილვა. სამეცნიერო სიახლე. თეორიული სიახლეებისა და პრაქტიკული კვლევითი მეთოდების საფუძველზე შემუშავებულია საქართველოში ჯანდაცვის ეკონომიკის ინოვაციური განვითარებისათვის აუცილებელი ძირითადი ინიციატივები. კვლევის თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა. შემოთავაზებული ცალკეული წინადა­დე­ბები და რეკომენდაციები სასურველ სტიმულებს გააჩენს ქვეყნის სამედიცინო სფეროს ინოვაციური განვითარების თვალსაზრისით. ეს ყოველივე გაზრდის ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის ხარისხს, ხელს შეუწყობს მათ კონკურენტული უპირატესობის მოპოვებასა და გრძელვადიანი წარმატების მიღწევაში.

Discussion

Topics

More

Suggest a correction or report