NobleBlocks

Research indexJournal article

ვნების პარასკევის საკითხავის რეცეფციისათვის ძველ ქართულ მწერლობაში

Metreveli

Open Journals12 Jan 2022Open access

Abstract

No PDF here

The full text is at the publisher

You can read the abstract here, or open it at the publisher.

ღვთისმშობლის მიერ ჯვარცმული ქრისტეს დატირება მარადიული თემაა მსოფლიო ქრისტიანული ხელოვნებისა. საკმარისია ვახსენოთ გვირგვინი – მიქელანჯელოს მიერ 1498-1499 წლებში შექმნილი შედევრი „პიეტა“ ან ჩამოვთვალოთ დიდი მხატვრები (ბოტიჩელისა და დიურერის „ქრისტეს დატირება“; ანდრეა მანტენიასა და პიეტრო პერუჯინოს „მკვდარი ქრისტე“), მუსიკოსები (თუნდაც იოჰან სებასტიან ბახი, რომლის პასიონებიდან აღსანიშნავია `ქრისტეს ვნებანი”, მათეს პასიონი, სიმინორული მესიდან – გუნდი Crucifixus~15 ქრისტეს ჯვარცმის შესახებ). მწერლები კი საუკუნეების განმავლობაში უბრუნდებოდნენ და აღწერდნენ გოლგოთის მისტერიის სცენებს – კაცობრიობისაგან ღმერთის სიკვდილით დასჯას, როგორც „ცისა და მიწის ისტორიაში უდიდეს ამბოხებას“.

Identifiers

Discussion

Citations

Topics

More

Suggest a correction or report