NobleBlocks

Research indexJournal article

გრიგოლ ორბელიანის ერთი ტაეპის შესახებ (“ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას!”)

Beburishvili

Open Journals13 Jan 2022Open access

NobleIDark:/48914/w1/20260524/BDDFC481DOI10.48614/lr.41.2021.70-76

Free to read at the publisher

You can read the abstract here, or the full text at the publisher.

Read at the publisher

Abstract

გრიგოლ ორბელიანი საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი ფიგურაა XIX საუკუნის ქართველ კლასიკოსთა შორის. პოეტის პიროვნებისა და მისი ეროვნულ-პოლიტიკური მრწამსის საკითხზე ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში არაერთგვაროვანი მოსაზრებებია გამოთქმული. მკვლევართა უმეტესება გრიგოლ ორბელიანს გაორებულ პიროვნებად, ე. წ. “მამათა” თაობის ბელადად სახავს, რომელმაც ეროვნული ინტერესების სამსახური პირად კარიერას შესწირა. ეს საკმაოდ ვრცელი საკითხია და ამჟამად მის განხილვას არ შევუდგებით. ყურადღებას გავამახვილებთ გრიგოლ ორბელიანის მისამართით გამოთქმულ ერთ-ერთ ბრალდებაზე, სიტყვებზე, რომლებიც მის მთავარ ზნეობრივ დანაშაულად მიიჩნევა. ვგულისხმობთ ცნობილ ფრაზას ლექსიდან “პასუხი შვილთა”: “ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას!” ლიტერატურათმცოდნეთა უდიდესი ნაწილის მოსაზრებით, ეს სიტყვები გრიგოლ ორბელიანის პოლიტიკურ მრწამსს გამოხატავს. მაგ. ელგუჯა მაღრაძე წერს: „რისხვის ცეცხლისმფრქვეველი პოეტი თავშეუკავებლად გაიძახის: „ოქროს ჯაჭვის სჯობს თავისუფლებასო!“ ასეთ მსჯელობას საერთო არაფერი აქვს ახალი დროის სიოს ქროლასთან“. კრიტიკოსთა მიერ პოეტის გამოთქმა დაახლოებით ასე განიმარტება: პოლიტიკურად რუსეთის მორჩილებაში, მონობაში ყოფნა სჯობს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რადგან იგი უფრო მომგებიანია. მკვლევართა ეს მოსაზრება ეჭვქვეშ დააყენა პროფესორმა ლადო მინაშვილმა, რომელმაც თავის მეტად საგულისხმო ნაშრომში “გრიგოლ ორბელიანთან ილია ჭავჭავაძის მიმართებისათვის”, აღნიშნა, რომ ხსენებული სიტყვები არამც და არამც არ უნდა იქნას გაგებული პირდაპირი აზრით, იგი ირონიული ქვეტექსტის მქონეა და თავად შვილთა თაობას მიემართება.

Discussion

Topics

More

Suggest a correction or report