NobleBlocks

Research indexJournal article

Интенсификация процесса бланширования инфракрасными лучами в процессе переработки аграрного сырья

Mikaberidze

Zenodo (CERN European Organization for Nuclear Research)1 Jan 2014Open access

NobleIDark:/48914/w1/20260515/2A422C37DOI10.5281/zenodo.16914706

Free to read at the publisher

You can read the abstract here, or the full text at the publisher.

Read at the publisher

Abstract

უაკ.633.12 აგრონედლეულის გადამუშავების პროცესში ბლანშირების ოპერაციის ინტენსიფიკაცია ინფრაწითელი სხივური ენერგიით მალხაზი მიქაბერიძე ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მო­ცე­მუ­ლი ნაშ­რო­მი ეძღ­ვნე­ბა აგ­რო­ნედ­ლე­უ­ლის გა­და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში ბლან­ში­რე­ბის ოპე­რა­ცი­ის ინ­ტენ­სი­ფი­კა­ცი­ას ინ­ფრა­წი­თე­ლი (იწ) სხი­ვუ­რი ენერ­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით. ჩვენს მი­ერ შეს­წავ­ლი­ლი იქ­ნა სა­სურ­სა­თო ნედ­ლე­უ­ლის (პო­მი­დო­რი, კიტ­რი, მწვა­ნე ლო­ბიო) სპექ­ტრულ-ოპ­ტი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი ინ­ფრა­წი­თე­ლი სხი­ვე­ბის სპექ­ტრში; შე­ვირ­ჩი­ეთ ინ­ფრა­წი­თე­ლი სხი­ვე­ბის გე­ნე­რა­ტო­რე­ბი; და­ვად­გი­ნეთ ინ­ფრა­წი­თე­ლი სხი­ვუ­რი ენერ­გი­ით აგ­რო­ნედ­ლე­უ­ლის (პო­მი­დო­რი, კიტ­რი, მწვა­ნე ლო­ბიო) ბლან­ში­რე­ბის ოპ­ტი­მა­ლუ­რი რე­ჟი­მე­ბი. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დის უპი­რა­ტე­სო­ბა სხვა მე­თო­დებ­თან შე­და­რე­ბით. აგ­რო­ნედ­ლე­უ­ლის­გან სხვა­დას­ხვა სა­ხის მა­ღალ­ხა­რის­ხო­ვა­ნი კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბას წინ უს­წრებს “ნედ­ლე­უ­ლის წი­ნას­წა­რი მომ­ზა­დე­ბა”, რომ­ლის და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა კვე­ბი­თი და ორ­გა­ნო­ლეპ­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა; გა­რეგ­ნუ­ლი სა­ხის, ფე­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა; ტექ­ნო­ლო­გი­ურ მო­წყო­ბი­ლო­ბა­თა მუ­შა­ო­ბის ოპ­ტი­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა; ნარ­ჩე­ნე­ბი­სა და და­ნა­კარ­გე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი შემ­ცი­რე­ბა; ნედ­ლე­უ­ლი­დან მზა პრო­დუქ­ცი­ის გა­მო­სავ­ლი­ა­ნო­ბის გა­დი­დე­ბა და სა­წარ­მოს მუ­შა­ო­ბის ტექ­ნი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის ამაღ­ლე­ბა.Nნედ­ლე­უ­ლის შე­ნახ­ვა-გა­და­მუ­შა­ვე­ბი­სას მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბია: ნედ­ლე­უ­ლის და­ხა­რის­ხე­ბა, მე­ქა­ნი­კუ­რი და­მუ­შა­ვე­ბა, თბუ­რი და­მუ­შა­ვე­ბა (ბლან­ში­რე­ბა). ბლან­ში­რე­ბა გუ­ლის­ხმობს ნედ­ლე­უ­ლის და­მუ­შა­ვე­ბას ცხე­ლი წყლით, ქი­მი­უ­რი რე­აქ­ტი­ვე­ბით, ორ­თქლით და მიზ­ნად ისა­ხავს ნა­ყო­ფის ბუ­ნებ­რი­ვი ფე­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, რაც გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის მოქ­მე­დე­ბით (ნედ­ლე­უ­ლის სა­ხე­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით – ხან­გრძლი­ვო­ბა: 5...35 წთ, ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჭი­მი: 80...95 0C). შე­დე­გად მი­იღ­წე­ვა ოქ­სი­და­ზუ­რი ფერ­მენ­ტე­ბის ინ­ქტი­ვა­ცია და ჟან­გვი­თი პრო­ცე­სე­ბის შეწყ­ვე­ტა. ამ პრო­ცე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად მცირ­დე­ბა ნა­ყო­ფის მო­ცუ­ლო­ბა, ად­ვილ­დე­ბა ქი­ლებ­ში კომ­პაქ­ტუ­რად და­ფა­სო­ე­ბა, იზ­რდე­ბა უჯ­რე­დის პრო­ტოპ­ლაზ­მის გან­ვლა­დო­ბა, იც­ვლე­ბა ნა­ყო­ფის კონ­სის­ტენ­ცია, ნა­ყო­ფის კა­ნი­დან გა­მო­ი­ყო­ფა ჰა­ე­რი, ად­ვილ­დე­ბა შემ­დგო­მი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის (ხარ­შვა, მო­ხალ­ვა, სტე­რი­ლი­ზა­ცია) ჩა­ტა­რე­ბა, სა­სი­კე­თოდ იც­ვლე­ბა ნედ­ლე­უ­ლის ორ­გა­ნო­ლეპ­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი. სა­წარ­მოო პი­რო­ბებ­ში ბლან­ში­რე­ბა ტარ­დე­ბა ორ­ტა­ნი­ან ქვა­ბებ­ში, დო­ლურ და ლენ­ტურ აპა­რა­ტებ­ში, მე­ტად შრო­მა­ტე­ვა­დი და ენერ­გო­ტე­ვა­დია; მო­ი­თხოვს ცხე­ლი წყლი­სა და ორ­თქლის წარ­მო­ე­ბი­სათ­ვის და­მა­ტე­ბით მე­ურ­ნე­ო­ბას; ად­გი­ლი აქვს ნედ­ლე­უ­ლის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით და­ნა­კარ­გებს და სხვა. ამ ნაკ­ლო­ვა­ნი მხა­რე­ე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის მიზ­ნით ავირ­ჩი­ეთ სა­სურ­სა­თო ნედ­ლე­უ­ლის თბუ­რი და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცე­სის ინ­ტენ­სი­ფი­კა­ცია იწ სხი­ვე­ბით. ინ­ფრა­წი­თე­ლი სხი­ვუ­რი ენერ­გია ხა­სი­ათ­დე­ბა მთე­ლი რი­გი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბით: იწ სხი­ვე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბას; იწ სხი­ვე­ბის სპე­ცი­პი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა და­სა­მუ­შა­ვე­ბელ მა­სა­ლა­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად უნარ­ჩუ­ნებს პრო­დუქ­ცი­ას ნედ­ლე­ულ­ში არ­სე­ბულ სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბებს, იზ­რდე­ბა პრო­დუქ­ცი­ის ხა­რის­ხი; მარ­ტივ­დე­ბა და ავ­ტო­მა­ტი­ზირ­დე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა; გა­მო­რი­ცხავს გა­რე­მოს გა­ჭუ­ჭყი­ა­ნე­ბას; უმ­ჯო­ბეს­დე­ბა შრო­მის პი­რო­ბე­ბი. ცნო­ბი­ლია, რომ კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის და იწ გე­ნე­რა­ტო­რე­ბის სპექ­ტრულ-ოპ­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. ამი­ტო­მაც კვლე­ვის პირ­ველ ეტაპ­ზე ნედ­ლე­უ­ლის თბუ­რი და­მუ­შა­ვე­ბი­სთ­ვის იწ გე­ნე­რა­ტო­რე­ბი შერ­ჩე­უ­ლი იქ­ნა გა­და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი მა­სა­ლის სპექ­ტრულ-ოპ­ტი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით – კო­რე­ლა­ცი­ით. მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში არის შე­საძ­ლე­ბე­ლი მიღ­წე­უ­ლი იქ­ნას ნედ­ლე­უ­ლის თბუ­რი და­მუ­შა­ვე­ბის მა­ღა­ლი ეფექ­ტუ­რო­ბა. ტე­ნი­ა­ნი მა­სა­ლე­ბი იყო­ფა ოთხ ძი­რი­თად ჯგუ­ფად: სუს­ტი, სა­შუ­ა­ლო, ძლი­ე­რი და ძა­ლი­ან ძლი­ე­რი სხივ­გამ­ბნე­ვი მა­სა­ლე­ბი. კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, მათ შო­რის კიტ­რი, პო­მი­დო­რი, მწვა­ნე ლო­ბიო მი­ე­კუთ­ვნე­ბა პირ­ვე­ლი სა­მი ჯგუ­ფის მა­სა­ლებს. მა­თი სპექ­ტრულ-ოპ­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბის შე­წავ­ლი­სას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ ყვე­ლა ოპ­ტი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი (გამ­ტა­რო­ბა, არეკ­ვლა, შთან­თქმა). ამის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნეთ აღ­ნიშ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბის კომ­პლექ­სუ­რი გან­საზ­ღვრის სპექ­ტრო­მეტ­რუ­ლი მე­თო­დი ფარ­თო დი­ა­პა­ზონ­ში სხი­ვუ­რი ენერ­გი­ის გაბ­ნე­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. კვლე­ვე­ბით დად­გინ­და, რომ თბუ­რი და­მუ­შა­ვე­ბის დროს მა­სა­ლე­ბის ფე­ნის სის­ქის გაზ­რდით სხი­ვუ­რი ენერ­გი­ის შთან­თქმი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა იზ­რდე­ბა და აღ­წევს მაქ­სი­მუმს, ხო­ლო არეკ­ვლი­სა გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბე­ბი კლე­ბუ­ლობს, რა­საც ადას­ტუ­რებს ჩვენს მი­ერ შეს­წავ­ლი­ლი აგ­რო­ნედ­ლე­უ­ლის სპექ­ტრულ-ოპ­რი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის­თვის აგე­ბუ­ლი მრუ­დე­ბი დად­გინ­და, რომ ჩვენს მი­ერ შერ­ჩე­უ­ლი ნედ­ლე­უ­ლი (პო­მი­დო­რი, კიტ­რი, მწვა­ნე ლო­ბიო) არეკ­ვლის მა­ღალ უნარს ფლობს 0,7...1,35 მკმ ტალ­ღის სიგ­რძის იწ სპექ­ტრში. არეკ­ვლის მაქ­სი­მუ­მი 30 მმ სის­ქის ფე­ნის­თვის შე­ად­გენს 70...72 %-ს, 40 მმ სის­ქის ფე­ნის­თვის 60...63 %-ს, ხო­ლო 60 მმ სის­ქის ფე­ნის­თვის 45...48 %-ს. არეკ­ვლა და გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბე­ბი შერ­ჩე­უ­ლი მა­სა­ლე­ბის­თვის ანა­ლო­გი­უ­რია იწ სპექ­ტრის არეს­თვის. 30 მმ სის­ქის ფე­ნის­თვის 0,7...1,35 მკმ ტალ­ღის სიგ­რძე­ში გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მი შე­ად­გენს 37...40 %-ს, 40 მმ სის­ქის ფე­ნის­თვის 22...24 %-ს, ხო­ლო 60 მმ-თვის იგი 0-ის ტო­ლია სპექ­ტრის მთელ მი­თი­თე­ბულ შუ­ა­ლედ­ში. აგ­რო­ნედ­ლე­უ­ლის (პო­მი­დო­რი, კიტ­რი, მწვა­ნე ლო­ბიო) შთან­თქმი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა თხე­ლი ფე­ნის­თვის 0,7...1,35 მკმ ტალ­ღის სიგ­რძის სპექ­ტრის არე­ში უმ­ნიშ­ვნე­ლოა, ხო­ლო ფე­ნის სის­ქის გაზ­რდით – 60 მმ სის­ქის ფე­ნის­თვის აღ­წევს მაქ­სი­მუმს – 90...95 %-ს. ექ­სპე­რი­მენ­ტებ­მა აჩ­ვე­ნეს, რომ მცი­რე და მა­ღა­ლი სიმ­ძლავ­რის სარ­კი­სებ­რი ელექ­ტრო­ნა­თუ­რე­ბი (MC) ვერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ მა­სა­ლის ინ­ტენ­სი­ურ და ეფექ­ტურ გა­ცხე­ლე­ბას, ხო­ლო კვარ­ცი­სა და კვარ­ცჰა­ლო­გე­ნუ­ლი მი­ლო­ვა­ნი ტი­პის თბო­გა­მომ­სხი­ვებ­ლებს (NIK და KG), ისი­ნი ხა­სი­ათ­დე­ბი­ან მა­ღა­ლი სით­ბუ­რი მდგრა­დო­ბით, სა­ი­მე­დო­ო­ბით, ხან­გრძლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბი­თა და კა­მე­რა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბის მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბით. ამ ტი­პის გე­ნე­რა­ტო­რებ­ში მიღ­წე­უ­ლია იწ გა­მოს­ხი­ვე­ბის მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია – 40 ვტ/სმ2 და მე­ტი. ამ და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბის გა­მო მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა წარ­მო­ე­ბა­ში უფ­რო რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია. იწ სხი­ვე­ბის ნა­კა­დის ინ­ტენ­სი­ვო­ბი­სა და ენერ­გე­ტი­კუ­ლი მ.ქ.კ.-ის ამაღ­ლე­ბის­თვის (90...95 %) რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია გე­ნე­რა­ტო­რებ­თან გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნას რეფ­ლექ­ტო­რე­ბი. ექსპერიმენტის ჩატარებისთვის ვიღებდით სასურველ საკვლევ მასალას (პომიდორი, კიტრი, მწვანე ლობიო) და შეგვქონდა ექსპერიმენტული დანადგარის წინასწარ გაცხელებულ კამერაში. პროცესის ოპტიმალურ ტემპერატურად მიღებული გვქონდა 115...120 0C. თბური დამუშავების პროცესს ვაგრძეელებდით მანამ, სანამ ნიმუში არ გაცხელდებოდა სასურველ ტემპერატურამდე - 75-80 0C. ჩვენს მიერ შესწავლილი და დადგენილი იქნა იწ სხივებით ბლანშირების პროცესზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები, მათი ურთიერთგავლენა და კანონზომიერებანი (დასხივების სიმკვრივე, დაცილება იწ გენერატორებსა და მასალას შორის, პროცესის ხანგრძლივობა, გარემო არის ტემპერატურა, იწ გენერატორების ტიპი, დასხივების სახე). ერთი რომელიმე პარამეტრის ოპტიმალური მნიშვნელობის დადგენისას, სხვა დანარჩენ პარამეტრებს ჰქონდათ მუდმივი მნიშვნელობები. ექსპერიმენტები ჩატარებული იქნა სამ ვარიანტად (ნახ. 2). დადგინდა, რომ უკეთესი შედეგები მიიღებოდა II ვარიანტის შემთხვევაში. მაშასადამე შეიძლება გაკეთდეს დასკვნები: · ნედ­ლე­უ­ლის ფე­ნის სის­ქის გაზ­რდით იწ სხი­ვუ­რი ენერ­გი­ის შთან­თქმი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა იზ­რდე­ბა და აღ­წევს მაქ­სი­მუმს (90...95%), ხო­ლო არეკ­ვლა და გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბე­ბი კლე­ბუ­ლო­ბენ; კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბულ კა­მე­რა­ში, სხივ­თა მრა­ვალ­ჯე­რა­დი არეკ­ვლის, გამ­ტა­რო­ბის და შთან­თქმის სა­ფუძ­ველ­ზე ად­გი­ლი აქვს ნედ­ლე­უ­ლის მი­ერ მთე­ლი დას­ხი­ვე­ბუ­ლი იწ ენერ­გი­ის შთან­თქმას; · ტრან­სპორ­ტი­ორ­ზე ნედ­ლე­უ­ლის პო­ზი­ცი­ის შეც­ვლა და ურ­თი­ერ­თშე­რე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს გა­ი­ზარ­დოს მა­სა­ლის ფე­ნის სის­ქე 90...100 მმ-მდე, რაც ბუ­ნებ­რი­ვია გაზ­რდის მან­ქა­ნის მწარ­მო­ებ­ლუ­რო­ბას და ეკო­ნო­მი­კურ ეფექტს; · კვარ­ცი­სა და კვარ­ცჰა­ლო­გე­ნუ­რი მი­ლო­ვა­ნი ტი­პის თბუ­რი გა­მომ­სხი­ვებ­ლე­ბი (NIK და KG) ხა­სი­ათ­დე­ბი­ან: მა­ღა­ლი სით­ბუ­რი მდგრა­დო­ბით, სა­ი­მე­დო­ო­ბით, ხან­გრძლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბი­თა და კა­მე­რა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბის მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბით, თბუ­რი გა­მოს­ხი­ვე­ბის მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­ით. მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა წარ­მო­ე­ბა­ში უფ­რო რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია; · დად­გე­ნი­ლია ინ­ფრა­წი­თე­ლი სხი­ვუ­რი ენერ­გი­ით აგ­რო­ნედ­ლე­უ­ლის (პო­მი­დო­რი, კიტ­რი, მწვა­ნე ლო­ბიო) თბუ­რი და­მუ­შა­ვე­ბის ოპ­ტი­მა­ლუ­რი რე­ჟი­მე­ბი: პო­მი­დო­რი – უწყ­ვე­ტი დას­ხი­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში: დას­ხი­ვე­ბის სიმ­კვრი­ვე P=0,3...0,35 კვტ/მ2; და­შო­რე­ბის მან­ძი­ლი იწ გე­ნე­რა­ტო­რებ­სა და მა­სა­ლას შო­რის H=20 სმ; თბუ­რი დას­ხი­ვე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა =60...65 წმ; პრო­ცე­სის ტემ­პე­რა­ტუ­რა თ=115…120 0C; კიტ­რი - P=0,3...0,35 კვტ/მ2; H=20 სმ; =65...75 წმ; r=115…120 0C; მწვა­ნე ლო­ბიო - P=0,3...0,35 კვტ/მ2; H=20 სმ; =50...55 წმ; t=115…120 0C; · ინ­ფრა­წი­თე­ლი სხი­ვე­ბის ველ­ში აგ­რო­ნედ­ლე­უ­ლის პო­მი­დო­რი, კიტ­რი, მწვა­ნე ლო­ბიო) თბუ­რი და­მუ­შა­ვე­ბის დროს იწ სხი­ვე­ბის სპე­ცი­ფი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა და კა­მე­რა­ში შექ­მნი­ლი ნა­ჯე­რი ტე­ნი­ა­ნი არე უზ­რუნ­ველ­ყოფს ბლან­ში­რე­ბის პრო­ცე­სის ეფექ­ტურ და ინ­ტენ­სი­ურ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. პრო­ცე­სის ინ­ტენ­სი­ფი­კა­ცია იზ­რდე­ბა 5...10-ჯერ, ხო­ლო პრო­დუქ­ცი­ის ხა­რის­ხი 0,25...0,5 ბა­ლით; ამ­რი­გად, ინ­ფრა­წი­თ

Discussion

Topics

More

Suggest a correction or report