Research indexJournal article
გონიო-აფსაროსის ადრებიზანტიური ხანის კოლხური ამფორები: არქეომეტრიული კვლევის შედეგები
მოწყობილი
BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS18 Aug 2026Open access
NobleIDark:/48914/w1/20261105/E0AB3255DOI10.61671/bsrcc.v4i2.11974
გონიო-აფსაროსის ადრებიზანტიური ხანის კოლხური ამფორები: არქეომეტრიული კვლევის შედეგები
მოწყობილი · BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS · 2026
NobleIDark:/48914/w1/20261105/E0AB3255DOI10.61671/bsrcc.v4i2.11974
Abstract
ადრებიზანტიური პერიოდის სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ისტორიისა და არქეოლოგიის მთელი რიგი საკითხები დღემდე ერთ-ერთი აქტუალური და შედარებით ნაკლებად შესწავლილი საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის ამ პერიოდის ძეგლებისა და მატერიალური კულტურის შესახებ შეიქმნილია მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობა, მთელი რიგი საკითხები, განსაკუთრებით არქეოლოგიური თვალსაზრისით, ჯერ კიდევ ნაწილობრივაა დამუშავებული ანდა სრულიად შეუსწავლელია. ზოგიერთ ძეგლზე (გონიო-აფსაროსი, პეტრა-ციხისძირი) დღემდე მიმდინარეობს არქეოლოგიური კვლევები და აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის უდიდესი ნაწილი ძირითადად მხოლოდ ტრადიციული არქეოლოგიური მეთოდიკის (ტოპოქრონოლოგიური მიდგომა და მაკროსკოპული ანალიზი) გამოყენებითაა შესწავლილი. იგივე შეიძლება ითქვას ადრებიზანტიური ხანის კოლხური ამფორების შესახებაც. ნაშრომში პირველად არქეომეტრიული, ქიმიური და პეტროგრაფიული კვლევების საფუძველზე კომპლექსურადაა შესწავლილი გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი კოლხური ამფორები.