NobleBlocks

Research indexJournal article

ქალაქ ბათუმის სინანტროპული ფლორის ზოგადი საკითხები

Mikeladze, Baratashvili, ბაკურიძე

BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS18 Aug 2026Open access

NobleIDark:/48914/w1/20261105/93224F73DOI10.61671/bsrcc.v4i2.12069

Abstract

ანთროპოგენური ფაქტორების გაძლიერებამ ბუნებრივ და ანთროპოგენურად ტრანსფორმირებულ ეკოსისტემებზე განაპირობა სინანტროპიზაციის პროცესების ინტენსიფიკაცია და სინანტროპული ფლორის ფორმირება ურბანულ ლანდშაფტებში. ნაშრომში წარმოდგენილია ქალაქ ბათუმის სინანტროპული (ანთროპოფიტური) ფლორის გავრცელების თავისებურებებისა და სახეობრივი შემადგენლობის შეფასება არსებული ლიტერატურული მონაცემებისა და მიმდინარე საველე-ფონური დაკვირვებების საფუძველზე. კვლევა განხორციელდა ქალაქ ბათუმის ადმინისტ­რა­ციულ საზღვრებში და მოიცავს ურბანულ, ნახევრადურბანულ და პერიურბანულ ზონებს. მცე­ნა­რეული საფარის შესწავლა ხორციელდებოდა ბოტანიკური ექსპედიციების ფარგლებში სტანდარ­ტული ფლორისტული მეთოდების გამოყენებით. მიღებული მონაცემები იძლევა შესაძლებლობას შეფასდეს სინანტროპული ფლორის სივრცითი განაწილება, ჰაბიტატური სპეციფიკა და კავშირი ურბანიზაციის პროცესებთან. ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბათუმის, როგორც უცხო წარმოშობისა და პოტენციურად ინვაზიური მცენარეების გავრცელების „ცხელი წერტილის“ როლს, მისი გეოგრაფიული მდებარეობის, სატრანსპორტო კავშირებისა და ტურისტული დატვირთ­ვის ფონზე. კვლევის შედეგები წარმოადგენს საფუძველს ურბანული ფლორის მონიტორინგის, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ინვაზიური სახეობების მართვის სტრატეგიების შემუშავების­თ­ვის.

Discussion

More

Suggest a correction or report