NobleBlocks

Research indexJournal article

ხიხანის ციხე როგორც რეგიონული თავდაცვისა და ადათწესობრივი სამართლის შენარჩუნების ინსტიტუციური ცენტრი

Zosidze, ზოსიძე, გლოველი

BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS18 Aug 2026Open access

NobleIDark:/48914/w1/20261105/848F1342DOI10.61671/bsrcc.v4i2.11978

Abstract

ნაშრომი ეძღვნება ხიხანის ციხის ფუნქციურ-ისტორიულ ანალიზს, განსაკუთრე­ბუ­ლი აქცენტით მის როლზე თავდაცვითი სისტემის ორგანიზაციასა და ადათწესობრივი სამართ­ლის შენარჩუნებაში სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. კვლევა ეფუძნება როგორც ქართულ ეთნოგრაფიულ და ისტორიულ წყაროებს, ასევე თანა­მედროვე საერთაშორისო ისტორიოგრაფიასა და სამართლებრივ თეორიას, რაც საშუ­ალებას იძლევა ხიხანის ციხე განიხილოს არა მხოლოდ როგორც სამხედრო-სტრა­ტეგიული ობიექტი, არამედ როგორც მრავალფუნქციური ინსტიტუციური სივრცე. სტატიაში ნაჩვენებია, რომ ხიხანის ციხე მოქმედებდა როგორც რეგიონული მმართველობის ცენტრი, სადაც თავდაცვა, სამართალი და სოციალური წესრიგი ერთიან სისტ­ემად ფუნქციონი­რებდა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თემური კრებების რო­ლს, როგორც ადათწესობრივი სამართლის ფორმირების, ინტერპრეტაციისა და აღს­რულების მექანიზმს. ქონებრივი, სისხლის სამართლისა და ოჯახურ-მემკვიდრეობითი დავების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამართლებრივი პრაქტიკა ეფუძნებოდა კოლექტიურ განხილვას, კომპრომისსა და კონსენსუსს, რაც უზრუნველყოფ­და კონფლიქტების დეესკალაციას და სოციალური ბალანსის შენარჩუნებას. კვლევა ასევე წარმოაჩენს ხიხანის სამართლებრივი სისტემის სპეციფიკას ოსმალური მმართ­ველობის პირობებში, სადაც ადგილი ჰქონდა სამართლებრივ პლურალიზმს და იმპერიული და ადგილობრივი ნორმების თანაარსებობას. აღნიშნული სისტემა ეფუძნებოდა მედიატორულ მმართ­ველობას, რომელიც ხორციელდებოდა მორალურ ავტორიტეტსა და საზოგადოებრივ ნდო­ბაზე დაყრდნობით, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ვლინდება ხიმშიაშვილთა საგვარეულოს მმართველობით პრაქტიკაში. შედარებითი ანალიზი სხვა ქართულ მთიან რეგიონებთან მიმართებაში აჩვენებს, რომ ხიხანის სამართლებრივი მოდელი გამოირჩეოდა მოქნილობითა და კონფლიქტების მშვიდობიანი რეგუ­ლა­ციისკენ ორიენტაციით. შედეგად, ხიხანის ციხე წარმოჩინდება როგორც ადათწესობრივი სა­მართ­ლის ინსტიტუციური ცენტრი და სამართლებრივი მედიაციის სივრცე, რომლის ფუნქცია სცილდება რეგიონულ ჩარჩოს და იძენს მნიშვნელობას ფართო კავკასიური სამართლებრივი ტრადიციის კონტექსტში. ნაშრომი ამტკიცებს, რომ ხიხანის ციხის სამართლებრივი და მმართველობითი მოდელი წარ­მოადგენს კონსენსუსზე დაფუძნებული სამართლის ერთ-ერთ გამორჩეულ მაგალითს, რომელიც უზრუნველყოფდა საზოგადოების სტრუქტურულ მდგრადობას და ადაპტაციას მრავალსაფეხუ­რიანი პოლიტიკური რეალობის პირობებში.

Discussion

More

Suggest a correction or report