NobleBlocks

Research indexJournal article

ჩინეთის ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკა

Zedelashvili

BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS18 Aug 2026Open access

NobleIDark:/48914/w1/20261105/F4C6D746DOI10.61671/bsrcc.v4i2.12028

Abstract

21-ე საუკუნის დასაწყისიდან, ხელოვნური ინტელექტის განვითარება გახდა გლო­ბალური ტექნოლოგიური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის ერთ-ერთი უმთავ­რესი მამოძრავებელი ძალა. ამ პროცესში ჩინეთი იკავებს წამყვან პოზიციას არა მხოლოდ ტექნო­ლო­გიური მიღწევების თვალსაზრისით, არამედ კონკრეტულად ხელოვნური ინტელექტის სახელ­მწი­ფოებრივი სტრატეგიული მართვის პოლიტიკით. ჩინეთის ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკა მოიცავს მრავალფეროვან კომპონენტებს, დაწყებული სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობიდან, დამთავრებული ეროვნული უსაფრთხოების, მონაცემის უსაფრთხოებისა და ეთიკური რეგულირე­ბის საკითხებით. თემის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ პირველ რიგში, ხელოვნური ინტელექტი უკვე მოქმედებს ჩინეთის სოციალურ სტრუქტურებსა და სამთავრობო მმართველობის ფორმებზე - მათ შორის საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, ურბანული მართვისა და სამართალდამ­ცავი ორგანოების სფეროებში. მეორე მხრივ, ჩინეთის ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკის გავ­ლენა მნიშვნელოვნად სცდება ეროვნულ საზღვრებს, რაც მას აქცევს გლობალურ ძალად ტექ­ნო­ლოგიური და პოლიტიკურ-ეკონომიკური წესრიგის გადანაწილების კონტექსტში. ასევე ჩინეთმა 2017 წელს მიიღო ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია - „ახალი თაობის ხელოვნური ინტელექტის განვითარების გეგმა“, რომელიც მიზნად ისახავს 2030 წლისთვის ჩინეთის გადაქცევას ხელოვნური ინტელექტის გლობალურ ლიდერად. ამ დოკუმენტში გაწერილია სახელმწიფოს პრიორიტეტები: ინოვაციების სტიმულირება, ნიჭიერი კადრების განვითარება, ეთიკური ჩარჩოს შექმნა და მონა­ცემთა ეროვნული სტანდარტების განვითარება. საინტერესოა, რომ ჩინეთი ცდილობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით საზოგადოების „საუკეთესო მმართველობის“ მოდელის ჩამოყალიბე­ბას, რაც გულისხმობს ტექნოლოგიური პროგრესის შერწყმას მმართველობით ინსტრუმენტებთან. ჩინეთის ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკა აჩვენებს, როგორ შეიძლება ტექნოლოგია იქცეს სახელმწიფოს ღრმა სტრატეგიულ ინსტრუმენტად, რომელიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ ეკონომიკასა და ინდუსტრიაზე, არამედ სამთავრობო სტრუქტურების ტრანსფორმაციაზე და საზო­გა­დოებრივი კონტროლის ახალ ფორმებზე. ამ ფონზე, თემის ანალიზი მნიშვნელოვანია როგორც ტექნოლოგიური კვლევისთვის, ისე პოლიტიკური მეცნიერებისა და გლობალური მმართველო­ბის­თვის.

Discussion

More

Suggest a correction or report