Research indexJournal article
ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის თეორიულ-სამართლებრივი საფუძვლები
კარალიძე
BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS18 Aug 2026Open access
NobleIDark:/48914/w1/20261105/5A7575F6DOI10.61671/bsrcc.v4i2.12032
ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის თეორიულ-სამართლებრივი საფუძვლები
კარალიძე · BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS · 2026
NobleIDark:/48914/w1/20261105/5A7575F6DOI10.61671/bsrcc.v4i2.12032
Abstract
წინამდებარე სტატიაში შესწავლილია ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის თეორიულ-სამართლებრივ საფუძვლები შედარებითი კონსტიტუციური სამართლის და საქართველოს კონსტიტუციური სამართლის კონტექსტში. კვლევის მიზანია ტერიტორიული მოწყობის ძირითადი მოდელების - უნიტარული სახელმწიფოს, ფედერაციისა და ავტონომიის - სამართლებრივი ბუნების ანალიზი და მათი თეორიული კლასიფიკაციის შემუშავება, ასევე საქართველოს კონსტიტუციური მოდელის შეფასება საერთაშორისო სტანდარტებისა და შედარებითი გამოცდილების ჭრილში. ნაშრომი ეყრდნობა შედარებით-სამართლებრივ, ისტორიულ-სამართლებრივ და ფორმალურ-სამართლებრივ მეთოდებს. კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციამ განამტკიცა უნიტარული სახელმწიფოს მოდელი, თუმცა ავტონომიური რესპუბლიკების სტატუსის მოუწესრიგებლობა და ტერიტორიული მთლიანობის „გაყინვის კლაუზულა“ ქმნის განსაკუთრებულ კონსტიტუციურ-სამართლებრივ ფენომენს, რომელსაც შედარებით კონსტიტუციონალიზმში ანალოგი თითქმის არ მოეძებნება. სტატია ასევე განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციურ გარანტიებს, მხარეების სამართლებრივ ბუნებას და დეცენტრალიზაციის პერსპექტივებს ევროინტეგრაციის კონტექსტში.