NobleBlocks

Research indexJournal article

ენა და მეტყველება როგორც სოცილური ფენომენი და ლინგვისტური კვლევის რეალია

მერაბიშვილი

Georgian International University GIU the Interdisciplinary Science Journal4 Sep 2025Open access

NobleIDark:/48914/w1/20261105/88859451DOI10.61950/giu.3.2025.12108

Free to read at the publisher

You can read the abstract here, or the full text at the publisher.

Read at the publisher

Abstract

სტატია ეძღვნება ენას, როგორც ყოველგვარი კულტურის ფორმას, როგორც სოციალურისა და მენტალურის გამაერთიანებელ სივრცეს, როგორც ფენომენს, რომელშიც უკვე ჩვენამდე აღბეჭდილია სამყაროს მრავალათასწლოვანი შეცნობა. სტატიაში ხასგასმულია უახლეს ლინგვისტიკაში ენისა და მეტყველების განიხილვა, როგორც ადამიანური ენის ერთიანი ფენომენის. ენა მხოლოდ მაშინ არის ენა, როდესაც მას შეუძლია გამოვიდეს მეტყველებაში, რომელიც ითხოვს აზრის აუცილებელ მონაწილეობას. ის მხოლოდ მეტყველებით ახდენს თავის კომუნიკაციურ დანიშნულებას. ენა, ეს არის გონებრივი თეზაურუსი, რომელიც ორგანიზებას უწევს ადამიანის ცოდნას სიტყვებისა და სხვა ვერბალური სიმბოლოების გამოყენებას, მათ მნიშვნელობისა და რეფერენციების შესახებ; ენისა და მეტყველების ერთობა რეალიზდება სამეტყველო ქმედებაში. მეტყველება გაიგება როგორც ინდივიდუალური ცხოვრების ფენომენი, ხოლო მისი ძირითადი სუბიექტი კონკრეტული ადამიანია. ენისა და მეტყველების იდეების განვითარების შედეგად ლინგვისტიკაში ჩამოყალიბდა ამ ცნებების ოპოზიციებში წარმოდგენის ტრადიცია მთავარი კი არის ის რომ, ენისა და მეტყველების გამიჯვნა განისაზღვრება სხვადასხვანაირად, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, არც ერთს და არც მეორე რეალიას მარტო არც არსებობა და არც ფუნქციონირება შეუძლია.

Discussion

More

Suggest a correction or report