Research indexJournal article
ყოფის ეთნოკულტურული მახასიათებლები
შავიანიძე
Yearbook of Kutaisi Ilia Chavchavadze Public Library18 Sep 2025Open access
NobleIDark:/48914/w1/20261105/4EE77DCDDOI10.61491/yk.17.2025.12195
ყოფის ეთნოკულტურული მახასიათებლები
შავიანიძე · Yearbook of Kutaisi Ilia Chavchavadze Public Library · 2025
NobleIDark:/48914/w1/20261105/4EE77DCDDOI10.61491/yk.17.2025.12195
Abstract
ქართველთა ეთნიკური ისტორიის, საერთო თვითშეგნების საფუძველზე შექმნილი ზოგადქართული კულტურის, მისი ლოკალური მახასიათებლების სრულყოფილად შესწავლის გზაზე უმნიშვნელოვანესია საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეულების მკვიდრთა დიალექტებსა და მეტყველებებში არსებული ეთნოგრაფიული ტერმინებით გადმოცემული ყოფითი მახასიათებლების ერთმანეთთან, სალიტერატურო ენაში დადასტურებულით გადმოცემულთან შედარება; მსგავსი და განსხვავებული მნიშვნელობებით აღწერილი წარსულისა და დღევანდელობის კულტურული მოცემულობის კვლევა. აღნიშნულმა, ჩვენი მომავალი კვლევის საგანმა („ეთნოგრაფიულ ტერმინთა ლექსიკონი“) და კონფერენციის თემატიკამ განაპირობა ხევსურული ეთნოგრაფიული ტერმინების საანალიზო თემად არჩევა. ალექსი ჭინჭარაულის ავტორობით გამოცემული „ხევსურული ლექსიკონიდან“ არჩეული, ყოფით-კულტურული, რელიგიური ხასიათისა და სოციალური ურთიერთობების ამსახველი რამდენიმე ლექსიკური ერთეული შევუდარეთ ჩვენ მიერ საქართველოს სხვადასხვა მხარეში ინდივიდუალური თუ ჯგუფური ეთნოგრაფიული ექსპედიციების დროს მოძიებულ, მსგავსი შინაარსის ეთნოგრაფიულ ტერმინებს. კომპლექსურ-ისტორიული და შედარებითი ანალიზის მეთოდებით, სპეციალური ლიტერატურის მონაცემთა გამოყენებით ვიკვლიეთ ეთნოგრაფიული ტერმინები.