NobleBlocks

Research indexJournal article

ეპისკოპოს ანტონის (გიორგაძე) სამისიონერო მოგზაურობა თუშეთში, ფშავსა და ხევსურეთში

ლორთქიფანიძე

Yearbook of Kutaisi Ilia Chavchavadze Public Library18 Sep 2025Open access

NobleIDark:/48914/w1/20261105/4E1E3767DOI10.61491/yk.17.2025.12184

Abstract

საქართველოს ეგზარქოს ინოკენტის განკარგულებით, გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) 1912 წლის 22 მაისიდან 30 ივნისამდე იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის თუშეთსა და ხევსურეთში. ამ პერიოდში (1912-1914) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ექვემდებარებოდა რუსეთის სინოდს. ეპისკოპოს ანტონის მოგზაურობა ატარებდა სამისიონერო ხასიათს, რაც იმას ნიშნავს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია მთიელთა რელიგიურ პრაქტიკას ქრისტიანული გადასახედიდან „არასწორად“ ან „გაუკუღმართებულად“ მიიჩნევდა. ეპისკოპოს ანტონ გიორგაძის 1912 წლის სამისიონერო მოგზაურობა და მისი ნაშრომი - „ფშავ-თუშეთ-ხევსურეთის რელიგიურ-ეთნოგრაფიული ნარკვევი“ - წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს, რომელიც XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს მთიანეთის რთულ და წინააღმდეგობრივ სურათს გვიხატავს. ეს ჩანაწერები გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო საეკლესიო ანგარიში. ტექსტში ნახსენები „მძიმე სულიერი მდგომარეობა“ და „გაუკუღმართებული წესები“ ეპისკოპოსის გადმოსახედიდან დანახული რეალობაა. ფშავ-ხევსურეთში არსებული ხევისბერისა და დეკანოზის ინსტიტუციები ხშირად ეწინააღმდეგებოდნენ ქრისტიანული ეკლესიის სწავლებას. ეპისკოპოსის ჩანაწერებს გააჩნია ეთნოგრაფიული ღირებულება. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი, როგორც მღვდელმთავარი, კრიტიკულია, მისი ჩანაწერები საინტერესოა, რადგან დეტალურად აღწერს იმ ყოფას, რომელიც დღეს ნაწილობრივ დაკარგული ან სახეცვლილია.

Discussion

More

Suggest a correction or report